შალვა ნათელაშვილი - ეს პრეზიდენტი საფრანგეთისა მართლა პედოფილიის მსხვერპლია და ამაში მისი პედაგოგები არიან დამნაშავე
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ, ბიძინა ივანიშვილისთვის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭებას სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება.
„ახლა მთლად საოცარი გავიგე. ეს ჯილდო თურმე კოვიდ—ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული უდიდესი საქმიანობისთვის მიუნიჭებიათ ივანიშვილისთვის. არა, ეს პრეზიდენტი საფრანგეთისა, მართლა პედოფილიის მსხვერპლია და ამაში მისი პედაგოგებია დამნაშავე, თუმცა“, – წერს ნათელაშვილი.
ამასთან, შალვა ნათელაშვილმა ამ საკითხზე სოციალურ ქსელში ერთი პოსტი უკვე გამოაქვეყნა. „ასე აჯილდოებდა პარიზი 90-იან წლებში ცენტრალური აფრიკის დიქტატორ ბოკასას, რომელიც ასევე მათი მოქალაქე იყო და შემდგომში კაციჭამია გამოდგა“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქათველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა.