შალვა ნათელაშვილი - დონალდ ტრამპმა უკვე განკარგულება გასცა ძალაუფლების გადაბარებაზე, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ლობისტებმა რაც ირბინეს ამერიკაში, ყველაფერი წყალში ჩაიყარა
დონალდ ტრამპმა უკვე განკარგულება გასცა ძალაუფლების გადაბარებაზე, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ლობისტებმა რაც ირბინეს ამერიკაში, ეს ყველაფერი წყალში ჩაიყარა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ვეღარ შეძლებს ლობისტური კავშირების აწყობას და მისთვის ეს იმედიც აღარ არსებობს.
„თუ ასე გააგრძელებენ, ძალიან მალე თავად „ქართული ოცნების“ გარკვეული ლიდერები გახდებიან პატიმრები და შემდეგ მათი მხარდამჭერები იმის მტკიცებას დაიწყებენ, რომ საქმე პოლიტპატიმრებთან გვაქვს. ისინი აღარ იქნებიან პოლიტპატიმრები, რადგან მათ გააყალბეს ხალხის ნება და ძალაუფლების მითვისება, უზურპაცია უნდათ, რის საშუალებასაც მათ ჩვენი ხალხი და მოკავშირეები არ მივცემთ. ეს არის რეალობა. რეალობა ისიც არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაცია შეიცვალა, ტრამპმა უკვე განკარგულება გასცა ძალაუფლების გადაბარებაზე ახლად არჩეულ პრეზიდენტ ბაიდენისთვის. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ლობისტებმა რაც ირბინეს ვაშინგტონში, ვირჯინიაში, ალექსანდრიასა და ნიუ-იორკში, ეს ყველაფერი, მათი შრომა წყალში ჩაყრილია და ის ვეღარ შეძლებს ის ლობისტური კავშირები ააწყოს, რომლის იმედზეც იყო. ასე, რომ ეს უკანასკნელი იმედიც და იმედის სარკმელი მისთვის დახურულია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.