შალვა ნათელაშვილი - ჩემთვის გიგი უგულავა, როგორც ხელისუფალი, იყო სრულიად მიუღებელი და სრულიად მისაღებია როგორც ოპოზიციონერი
შალვა ნათელაშვილი - ჩემთვის გიგი უგულავა, როგორც ხელისუფალი, იყო სრულიად მიუღებელი და სრულიად მისაღებია როგორც ოპოზიციონერი

ჩემთვის გიგი უგულავა, როგორც ხელისუფალი, იყო სრულიად მიუღებელი და სრულიად მისაღებია როგორც ოპოზიციონერი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გიგი უგულავასთან დაკავშირებით წარსულში მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა.

„ღამის კურიერის“ წამყვანის კითხვაზე, „უგულავა აღარ არის ჯალათი?“ – ნათელაშვილი პასუხობს, რომ უგულავა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მისთვის როგორც პოლიტიკოსი, მიუღებელი იყო, თუმცა როგორც ოპოზიცონერი მისაღებია.

„როდესაც კომუნალურ ბინაში შემოვარდება მკვლელი, რომელსაც უნდა, რომ დახოცოს იქ მცხოვრებლები, ყველა მცხოვრები და მეზობელი, მიუხედავად იმისა, უყვართ, არ უყვართ, ადრე ლანძღეს ერთმანეთი, შეცდომები დაუშვეს – ერთიანდება ყველა, რომ ის მკვლელი გაანეიტრალონ. ჩვენ შემოგვივარდა სახელმწიფოში მკვლელი ივანიშვილის სახით. ამიტომ, დღეს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა დაივიწყოს ყველაფერი, ეს მოიცილოს და მერე იქნება ოპონირების დრო. ჩემთვის გიგი უგულავა, როგორც ხელისუფალი, იყო სრულიად მიუღებელი და სრულიად მისაღებია როგორც ოპოზიციონერი “, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.