შალვა ნათელაშვილი - აზერბაიჯანის მმართველი კლანი, ალიევის მეთაურობით, ისეთივე ოკუპანტია ჩვენი ქვეყნისა, როგორც ვლადიმერ პუტინი
შალვა ნათელაშვილი - აზერბაიჯანის მმართველი კლანი, ალიევის მეთაურობით, ისეთივე ოკუპანტია ჩვენი ქვეყნისა, როგორც ვლადიმერ პუტინი

აზერბაიჯანის მმართველი კლანი, ალიევის მეთაურობით, ისეთივე ოკუპანტია ჩვენი ქვეყნისა, როგორც ვლადიმერ პუტინი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა კომენტარი გააკეთა ერთ-ერთი აზერბაიჯანული პორტალის ინფორმაციაზე, თითქოს „12 ივლისამდე რამდენიმე დღით ადრე, სომხეთში სერბეთიდან სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნები საქართველოს გავლით მოხვდა“. გამოცემა აგრეთვე წერს, რომ „სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იმავე დღეებში სომხეთში რუსეთიდან „კამაზის“ მარკის, საომარი აღჭურვილობით დატვირთული მანქანებიც შევიდნენ, რომლებიც სომხეთში ასევე საქართველოს გავლით მოხვდნენ“.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, საქართველოს, მეზობლების სახით, თავზე ხელაღებული გარემოცვა ჰყავს.

„გარეჯი ალიევის სინდისზეა, თუ მას ასეთი რამ გააჩნია ჩვენთან მიმართებაში. ის, რომ საქართველოს ტერიტორიით ივანიშვილის რეჟიმი საშუალებას აძლევს კრემლს, რომ გადაადგილოს შეიარაღება გიუმრის ბაზისკენ, დიდი ხანია, ცნობილია. ეს მანქანები უკვე რვა წელია, დაიარებიან ავტობანებზე და გადააქვთ იარაღი, ისევე როგორც ცა, რომელიც გახსნილია რუსეთის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებისთვის. ჩვენ ასეთი გარემოცვა გვყავს მეზობლების სახით. თავზე ხელაღებული და გვიზის უარესად მოღალატე, ანტიეროვნული ხელისუფლება ოლიგარქის სახით, რა თქმა უნდა, მათგან, ყველასგან, ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.