შალვა დადიანის ქუჩაზე ხის წაქცევის შედეგად ჩახერგილი გზა მეხანძრე-მაშველებმა გაათავისუფლეს
თბილისი შალვა დადიანის ქუჩაზე ხის წაქცევის შედეგად ჩახერგილი გზა მეხანძრე-მაშველებმა გაათავისუფლეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხის წაქცევის შედეგად დაზიანებულია ოთხი მსუბუქი ავტომანქანა და გარე განათების ბოძი.
ადგილზე, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებული იყო ორი სახანძრო-სამშველო ჯგუფი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.