შალვა დადიანის ქუჩაზე ხის წაქცევის შედეგად ჩახერგილი გზა მეხანძრე-მაშველებმა გაათავისუფლეს

13:30, 06.12.2018

თბილისი შალვა დადიანის ქუჩაზე ხის წაქცევის შედეგად ჩახერგილი გზა მეხანძრე-მაშველებმა გაათავისუფლეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხის წაქცევის შედეგად დაზიანებულია ოთხი მსუბუქი ავტომანქანა და გარე განათების ბოძი.

ადგილზე, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებული იყო ორი სახანძრო-სამშველო ჯგუფი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი