„ბარსელონას“ ცენტრალურმა მცველმა ჟერარ პიკემ თავის კლუბში „ანდორაში“ სათამაშოდ კოლუმბიელი ფეხბურთელი ტარიკ ანტონიო მებარაკა მიიღო, რომელიც პიკეს შეყვარებულის, მომღერალ შაკირას ნათესავია, – ამის შესახებ გაზეთმა AS-მა დაწერა.
19 წლის მებარაკი, რომელიც მცველის პოზიციაზე თამაშობს, ადრე კოლუმბიის ჩემპიონატის ერთ-ერთ დაბალ ლიგაში გამოდიოდა.
პიკეს კუთვნილი კლუბი „ანდორა“ დღეისთვის სეგუნდა B-ში თამაშობს, რომელიც ესპანეთში სიძლიერით მესამე ლიგაა. ცხრა ტურის შემდეგ, გუნდი ქვეჯგუფში მეორე ადგილზეა, რაც მეორე დივიზიონისთვის ბრძოლაში პლეი ოფის საგზურს იძლევა.
პიკესა და შაკირას ურთიერთობა 2011 წლიდან გრძელდება. წყვილს ორი შვილი ჰყავს.