ჟერარ პიკემ ფეხბურთში დაბრუნება დააანონსა #1TVSPORT
ჟერარ პიკემ ფეხბურთში დაბრუნება დააანონსა #1TVSPORT

„ბარსელონას“ ლეგენდარულმა მცველმა, ჟერარ პიკემ განაცხადა, რომ ფეხბურთში მწვრთნელის რანგში დაბრუნდება.

„დადგა ახალი წელი და დიდხნიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ფეხბურთში დაბრუნება. ძალიან მოვიწყინე მის გარეშე. ოღონდ ამჯერად დავბრუნდები არა მოთამაშის რანგში. მე მწვრთნელი ვიქნები. დეტალებს უახლოეს პერიოდში გაგანდობთ“, – დაწერა პიკემ სოციალურ ქსელში.

ჟერარ პიკემ „ბარსელონას“ შემადგენლობაში 616 მატჩი ჩაატარა, 53 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.