პიკემ „ბარსელონაში“ვარჯიში განაახლა #1TVSPORT

17:00, 01.04.2021

„ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ ტრავმა მოირჩინა და ვარჯიშებს შეუდგა, – ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა კლუბის პრესსამსახურმა.

შეგახსენებთ, რომ მარტში ესპანელს მარჯვენა მუხლში მყესების შიდა დაჭიმულობა დაუდგინეს. აღდგენისთვის პიკეს თითქმის ოთხი კვირა დასჭირდა.

უახლოეს შეხვედრას „ბარსელონა“ 5 აპრილს, საკუთარ მოედანზე „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი