„ბარსელონა“ ბოლო 13 წელიწადში მეათედ გავიდა ესპანეთის თასის ფინალში [ვიდეო] #1TVSPORT
„ბარსელონა“ ბოლო 13 წელიწადში მეათედ გავიდა ესპანეთის თასის ფინალში [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის თასის პირველი ფინალისტი „ბარსელონა“ გახდა, რომელმაც ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა „სევილია“.

პირველი შეხვედრა „სევილიას“ მოედანზე მასპინძელმა 2:0 მოიგო. „კამპ ნოუზე“ განმეორებით მატჩში უსმან დემბელემ მე-12 წუთზე გახსნა ანგარიში. 73-ე წუთზე „სევილიამ“ გათანაბრების კარგი შანსი გაუშვა ხელიდან – ლუკას ოკამპოსმა პენალტი ვერ გამოიყენა. უკვე კომპენსირებულ დროში ჟერარ პიკემ გამოიჩინა თავი და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა, რომელშიც მეხუთე წუთზე მარტინ ბრეიტვეიტმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და „ბარსელონას“ 3:0 მოაგებინა.

როგორც ირკვევა, „ბარსელონა“ გახდა პირველი გუნდი ტურნირის 119-წლიან ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 13 სეზონში მეათედ შეძლო ფინალში გასვლა.

ფინალში „ბარსელონა” „ბილბაოსა“ და „ლევანტეს“ შორის მოგებულს შეხვდება. ამ გუნდების პირველ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.