ჟერარ პიკე კატალონიის დამოუკიდებლობაზე - კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა და თან ესპანეთის ნაკრებში თამაში შესაძლებელია, ნაკრებში არიან მოთამაშეები, რომლებიც არ მიიჩნევენ თავს ესპანელებად #1TVSPORT
ჟერარ პიკე კატალონიის დამოუკიდებლობაზე - კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა და თან ესპანეთის ნაკრებში თამაში შესაძლებელია, ნაკრებში არიან მოთამაშეები, რომლებიც არ მიიჩნევენ თავს ესპანელებად #1TVSPORT

„ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ აზრი გამოთქვა კატალონიის დამოუკიდებლობისთვის მოძრაობის შესახებ.

„ვფიქრობ, შესაძლებელია ერთდროულად კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა და ესპანეთის ნაკრებში თამაში. არიან მოთამაშეები, რომლებიც თამაშობენ ესპანეთის ნაკრებში, მაგრამ არ მიიჩნევენ თავს ესპანელებად.

არ ვაპირებ გიპასუხოთ შეკითხვაზე – მხარს ვუჭერ თუ არა კატალონიის დამოუკიდებლობას. 2017 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე ხმის მიცემა ფარული იყო, თითოეულს აქვს უფლება პრივატულობაზე, ეს არ უნდა აისახებოდეს ნეგატიურად კარიერაზე.

ბევრი შემთხვევა იყო, როცა ადამიანები არ გრძნობდნენ თავს ესპანელებად. საერთოდ რას ნიშნავს – გრძნობდე ქვეყნისადმი კუთვნილებას? რაიმე კონკურენცია არსებობს? თუ უფრო მეტად ესპანელი ხარ, შენ გამოდიხარ გამარჯვებული?

მე ყოველთვის აღვიქვამდი ამას, როგორც საკუთარი სამუშაოს ნაწილს. ვის მხარეს დაიჭერს გულშემატკივარი: იმის, ვინც კარგად თამაშობს ნაკრებში და არც ისე ძალიან უყვარს ქვეყანა თუ იმის, ვინც აღმერთებს ქვეყანას, მაგრამ ცუდად თამაშობს?“ – განაცხადა პიკემ The Wild Project-თან კომენტარში.