იტალიის ქალაქ სანტა მარგერიტა დი პულაში გრძელდება ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ტურნირი 25 ათასი ევროს საპრიზო ფონდით.
ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფიო შაფათავამ წყვილთა ტურნირზე გამოსვლა წარმატებით გააგრძელეს.
ხორვატების, ტენა ლუკასისა და ანა ვრლიჩის ძლევის შემდეგ, ქართველებმა ორ სეტში მოუგეს იტალიურ დუეტს, მარტინა გარეგაროსა და ფედერიკა დი სარას შემადგენლობით – 7:6(3), 6:0 და ნახევარფინალში გავიდნენ.
შაბათს დილით ნახევარფინალური მატჩი გაიმართა და იქაც ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა – გორგოძემ და შაფათავამ მოუგეს ფრანგ მანონ არკანიოლისა და სლოვაკ მიხაელა ჰონკოვას, რომლებიც მეორე ნომრად იყვნენ განთესილები – 6:0, 7:6(3).
ქართული წყვილის მეტოქე ფინალში მოგვიანებით გაირკვევა.