შაფათავამ იტალიაში მერვედფინალი წააგო
შაფათავამ იტალიაში მერვედფინალი წააგო

ქართველი ჩოგბურთელი სოფია შაფათავა იტალიის ქალაქ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს გამოეთიშა. მან ვერ შეძლო მერვედფინალის საგზურის გადალახვა.

შეგახსენებთ, რომ შაფათავამ კვალიფიკაციაში ორი მეტოქე დაამარცხა: ამერიკელი სკოტი (6:1, 6:1) და ფრანგი ჩაკარევიჩი (6:3, 6:0) და ძირითად ბადეში გავიდა, სადაც პირველივე წრეში სერიოზული მეტოქე ელოდა – თურქი ქაგლა ბუიუქაქჩაი. ქართველმა მე-4 ნომრად განთესილ მეტოქეს სამ სეტში მოუგო – 5:7, 6:4, 6:1.

მერვედფინალში შაფათავას თითქოს უფრო იოლი მეტოქე ჰყავდა – უაილდ-ქარდის მფლობელი იტალიელი მარტინა კარეგარო.

ქართველმა კარგად დაიწყო, პირველი სეტი იოლად მოიგო, მაგრამ შემდეგ, მასპინძელმა კარეგარომ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და ბოლო სეტი “მშრალი” ანგარიშით მოიგო – 2:6, 7:6(3), 6:0.

შაფათავა რჩება სანტა მარგერიტა დი პულას ტურნირზე – წყვილთა თანრიგში უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად ნახევარფინალშია გასული.