სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგუფებს პრიორიტეტული ჯგუფი დაემატა
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგუფებს პრიორიტეტული ჯგუფი დაემატა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2020 -2021 წლის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგუფების ცლილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ცენტრის ცნობით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგუფებს კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი დაემატა, რომელშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლების) პედაგოგები და 65 წლის და უფროსი ასაკის პირები შედიან.

„გაცნობებთ, რომ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგუფებს დაემატა კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლების) პედაგოგები და 65 წლის და უფროსი ასაკის პირები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

2020–2021 წლის გრიპის სეზონისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკჯგუფებისა და სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.