სეულში ე.წ. ღამის კლუბის კლასტერთან დაკავშირებით კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 215-მდე გაიზარდა
სამხრეთ კორეაში 215-მდე გაიზარდა ახალი კორონავირუსით იმ ინფიცირებულთა როდენობა, რომლებიც ე.წ. ღამის კლუბის კლასტერს უკავშირდება.
ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით „სიენენი“ ავრცელებს.
ღამის კლუბთან დაკავშირებული ინფექციის შემთხვევები პირველად 9 მაისს გამოვლინდა, რის შემდეგაც შესაბამისმა დაწესებულებებმა ინფიცირებულთან მყოფი პირებისა და მათი კონტაქტების მოძიება დაიწყეს. შემთხვევასთან დაკავშირებით ტესტირება უკვე 77 000 ადამიანს ჩაუტარდა. 215 ინფიცირებულიდან 95-ს „კოვიდ-19“ იმ კლუბებში გადაედო, სადაც ინფიცირებული პირი იმყოფებოდა, შემდეგ მეორადი გადაცემით დამატებით 120 ადამიანი დაინფიცირდა.
სამხრეთ კორეაში„ კოვიდ-19“-ის სულ 11 142 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 264 ფატალური.