სეტყვამ დედოფლისწყარო დააზარალა. სეტყვამ, რომელიც ათ წუთზე მეტხანს გრძელდებოდა, დედოფლისწყაროში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა. განადგურებულია ერთწლოვანი ბოსტნეული კულტურები.
როგორც დედოფლისწყაროს მერმა, ნიკა ჯანიაშვილმა განაცხადა, სეტყვამ მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.
„სტიქია იყო და ძირითადად სეტყვამ ქალაქს გადაუარა, თუმცა სახლების დატბორვის ან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განადგურების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ძირითადი მოსავალი გადარჩა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დედოფლისწყაროს მერმა.