სეტყვა იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. ხევის, მოლითის, ხუნევისა და ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულებში ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო.
სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა და სტიქიამ ვენახი, ხეხილი და ბაღ-ბოსტანი დააზიანა.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.