სეტყვამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

23:09, 31.05.2021

სეტყვა იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. ხევის, მოლითის, ხუნევისა და ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულებში ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო.

სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა და სტიქიამ ვენახი, ხეხილი და ბაღ-ბოსტანი დააზიანა.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი