სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა, დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები, მოგლეჯილია ხეები
სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა, დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები, მოგლეჯილია ხეები

სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები კაბალი, გურგენიანი და ბაისუბანი დააზარალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილია ხეები, განადგურებულია მოსავლის ნაწილი.

ლაგოდეხის გამგებლის, ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, სტიქიით მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია დგინდება.