სერხიო აგუერო უახლოეს საათებში კარიერას ოფიციალურად დაასრულებს #1TVSPORT
„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი სერხიო აგუერო უახლოეს საათებში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს.
იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, აგუერო ოფიციალურ განცხადებას ოთხშაბათს გააკეთებს.
33 წლის ფეხბურთელმა ამგვარი გადაწყვეტილება გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო მიიღო. ოქტომბრის ბოლოს, „ალავესის“ წინააღმდეგ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩის დროს, არგენტინელმა თავი ცუდად იგრძნო და ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა ტაქიკარდიის დიაგნოზი დასვეს და ფეხბურთელს კარიერაში პაუზის აღება ურჩიეს.