სერგო რატიანი - პუტინმა გადაწყვიტა, რომ ვიღაც ერთ ადამიანს მიგვაბაროს, ეს არის შეურაცხმყოფელი
სერგო რატიანი - პუტინმა გადაწყვიტა, რომ ვიღაც ერთ ადამიანს მიგვაბაროს, ეს არის შეურაცხმყოფელი

პუტინმა გადაწყვიტა, რომ ვიღაც ერთ ადამიანს მიგვაბაროს და ამ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, ეს არის შეურაცხმყოფელი, არანორმალური მდგომარეობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა.

როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა კარასინის ფორმატი აზიანებს ჟენევის ფორმატს.

„ჟენევის ფორმატი არის გასაძლიერებელი და როდესაც ჩვენ მარტო ვრჩებით რუსეთის წინაშე პარტნიორების გარეშე, მაშინ გაცილებით სუსტები ვართ, ვიდრე მაშინ როდესაც პარტნიორებთან ერთად ვართ. რაც შეეხება იმას, რომ კარასინთან ისევ დაგვტოვეს, ეს ნიშნავს, რომ პერსონებზე ვართ მიბმული, ეს არის არანორმალური დამოკიდებულება. პუტინმა გადაწყვიტა, რომ ვიღაც ერთ ადამიანს მიგვაბაროს და ამ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, ეს არის შეურაცხმყოფელი, არანორმალური მდგომარეობა“, – განაცხადა რატიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან დიალოგს კვლავ გრიგორი კარასინი გააგრძელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.