მარია ზახაროვა - პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან დიალოგს კვლავ გრიგორი კარასინი გააგრძელებს
მარია ზახაროვა - პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან დიალოგს კვლავ გრიგორი კარასინი გააგრძელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან დიალოგს კვლავ გრიგორი კარასინი გააგრძელებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„რუსეთის ხელისუფლების დავალებით, ბატონი კარასინი განაგრძობს ამ ფორმატით შეხვედრებში მონაწილეობას. პრაღაში მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს გაიმართება“, – განაცხადა ხაზაროვამ რუსულ მედიასთან საუბრისას.

რუსეთის პრეზიდენტმა გრიგორი კარასინი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან სექტემბრის დასაწყისში გაათავისუფლა. მისი ადგილი საგარეო უწყებაში ანდრეი რუდენკომ დაიკავა.

დატოვე კომენტარი