სერგო ჩიხლაძე - ოპოზიცია ვიდრე არ შევა პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის შექმნა მკვდრადშობილი ინიციატივაა
სერგო ჩიხლაძე - ოპოზიცია ვიდრე არ შევა პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის შექმნა მკვდრადშობილი ინიციატივაა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა შეიქმნას არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია, მაშინ, როცა ოპოზიცია პარლამენტში არ შედის.

მისივე თქმით, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგება.

„საგამოძიებო კომისია, რომელიც გუშინ დაანონსეს, არის მესამე თუ მეხუთე წრეზე წასვლა, იგივე თემაზე და მით უმეტეს როგორ ქმნიან საგამოძიებო კომისიას, როდესაც ოპოზიცია პარლამეტში არ შედის. ოპოზიცია პარლამენტში არ შევა შეთანხმების და მოლაპარაკების გარეშე. შესაბამისად, აზრი არ აქვს ამ კომისის შექმნას.

კომისია შეიქმნება და „ქართული ოცნების“ წევრები თვითონ გამოიძიებენ მათ მიერ დაშვებულ დანაშაულებს და გადაცდომებს? ეს ხომ აბსურდია. ამიტომ, არასერიოზულად ვუყურებთ ამ წინადადებას. ვიდრე ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, საგამოძიებო კომისიების შექმნა უბრალოდ ეს არის მკვდრადშობილი ინიციატივა და ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

შესაძლებელია, რომ ითანამშრომლებენ „მოქალაქეები“, ალეკო ელისაშვილი, მაგრამ სხვა ოპოზიციური პარტიები ამ ინიციატივას სერიოზულად არ განვიხილავთ. „მოქალაქეებს“ და „გირჩს“ აქვთ ცალკე პოზიცია. მათ შეუძლიათ, რაც უნდათ ის გააკეთონ. შეიქმნას ეს კომისია, მაგრამ არ განვიხილავთ სერიოზულად, ამაში ჩაერთვება „ქართული ოცნება“ და პარლამენტში მოხვედრილი ორი დეპუტატი. შესაბამისად, რა ნდობა უნდა ჰქონდეს ყველა ასეთ კომისიას. კომისიას, რომელსაც შექმნიან და მხოლოდ „ქართული ოცნება“ ჩაერთვება და ორი დეპუტატი, არანაირი ნდობა არ ექნება. უკვე მეორე თვეა, ყბადაღებული ველოდებით, ოპოზიციამ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ყველანაირი კონსტრუქციული შემოთავაზებისთვის, თუმცა „ქართული ოცნებისგან“ ნაბიჯები არ იქნა გადმოდგმული. საერთოდ არანაირი ნაბიჯი არ იქნა გადმოდგმული და დღესაც ვერ ვხედავთ ამის მოლოდინს. ის განცხადებები და რიტორიკა, რასაც აგრძელებს იგივე ბატონი კობახიძე და ქალბატონი წულუკიანი, არ მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისინი აპირებენ მეხუთე რაუნდზე რაიმე სახის სერიოზული წინადადებით მოსვლას“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.