სერგო ჩიხლაძე - ვეცდებით, მესამე პოლიტიკური ცენტრი პარტიის სტრუქტურული გაძლიერებით შევქმნათ, თუმცა, არც ალიანსს გამოვრიცხავთ
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მესამე პოლიტიკური ცენტის შექმნა ძალიან საღი და ამავე დროს, აბიციური, ქვეყნისთვის საჭირო ინიციატივაა.
მისივე თქმით, შეეცდებიან, ცენტრი შექმნან პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ სტრუქტურული გაძლიერებით, თუმცა, როგორც ჩიხლაძე ამბობს, არც ალიანსს გამორიცხავენ.
„მესამე პოლიტიკურ ცენტრზე ჩვენ არჩევნებამდე ვსაუბრობდით, არჩევნების შემდეგ ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პირველებმა გავაჟღერეთ, ეს არის ძლიან საჭირო ინიციატივა ქვეყნისთვის, რომ ქვეყანაში იყოს რეალური და ძლიერი ალტერნატივა, იგივე არჩევნების დროს, რომ არ იყოს მუდმივად ორპოლუსიანი სისტემა, ორპულუსიანი არჩევნები და ეს მესამე პოლიტიკური ცენტის შექმნა ძალიან საღი და ამავე დროს, აბიციური, ქვეყნისთვის საჭირო ინიციატივაა.
ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ ერთი მხრივ, ეს მოხდეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პარტიული სტრუქტურული გაძლიერებით, პარტიის გაძლიერებით და ასევე, შესაძლებელია და არ გამოვრიცხავთ ალიანსს, მოლაპარაკებებს სხვა პოლიტიკურ ძალებთან, სხვა პოლიტიკურ აქტორებთან პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებთან. გაერთიანებების, ბლოკების, ალიანსების საკითხი ნაადრევია, უბრალოდ ამაზე ვფიქრობთ, ჯერ სერიოზული მოლაპარაკებები არ დაგვიწყია, თუმცა ვიქრობთ, იმ ძალებთან ან იმ პოლტიკურად აქტიურ ადამიანებთან, ვისთანაც მეტი თანხვედრა გვაქვს, მსოფლმხედველობრივად, პროგამულად და ა.შ. რა თქმა უნდა, ამაზე ვიფიქრებთ და საქმის კურსში ჩაგაყენებთ, როგრც კი რამე პროგრესი იქნება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.