სერგი კაპანაძე - შევუერთდებით დღევანდელ აქციას, რადგან იქ არის სამართლიანი მოთხოვნები
„ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მისი პარტია უერთდება პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ აქციას, რადგან იზიარებს პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებს.
„საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც გუშინ გამართა აქცია, აპირებს რომ გააგრძელოს დღეს 19:00 საათზე. ბუნებრივია, შევუერთდებით აქციას, ისევე როგორც გუშინ და გუშინწინ, რადგან იქ არის სამართლიანი მოთხოვნები.
შესაბამისად, ჩვენი მონაწილეობა გაგრძელდება. კონკრეტული ნაბიჯები და გეგმა დღის განმავლობაში ჩამოყალიბდება და ამის შესახებ ვაცნობებთ საზოგადოებას”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.