სერგი კაპანაძე – შევუერთდებით დღევანდელ აქციას, რადგან იქ არის სამართლიანი მოთხოვნები

15:28, 22.06.2019

„ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მისი პარტია უერთდება პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ აქციას, რადგან იზიარებს პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებს.

„საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც გუშინ გამართა აქცია, აპირებს რომ გააგრძელოს დღეს 19:00 საათზე. ბუნებრივია, შევუერთდებით აქციას, ისევე როგორც გუშინ და გუშინწინ, რადგან იქ არის სამართლიანი მოთხოვნები.

შესაბამისად, ჩვენი მონაწილეობა გაგრძელდება. კონკრეტული ნაბიჯები და გეგმა დღის განმავლობაში ჩამოყალიბდება და ამის შესახებ ვაცნობებთ საზოგადოებას”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მსგავსი