სერგი კაპანაძე - მარაზმი იყო, რაც გაბუნიამ ჩაიდინა, მაგრამ არანაკლებ შემაშფოთებელია, ყოველი ეპატაჟური გამოხტომა სუმბურულ გრძნობებს რომ აშლის ხოლმე
მარაზმი იყო, რაც გაბუნიამ ჩაიდინა და სრულიად გასაგები და სამართლიანია აღშფოთება, მაგრამ ისიც არანაკლებ შემაშფოთებელია, ყოველი ასეთი ეპატაჟური გამოხტომა არარაციონალურ სუმბურულ გრძნობებს და შეფასებებს რომ აშლის ხოლმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე „ფეისბუქზე“ წერს.
„მარაზმი იყო, რაც გაბუნიამ ჩაიდინა და სრულიად გასაგები და სამართლიანია აღშფოთება, მაგრამ ისიც არანაკლებ შემაშფოთებელია, ყოველი ასეთი ეპატაჟური გამოხტომა არარაციონალურ სუმბურულ გრძნობებს და შეფასებებს რომ აშლის ხოლმე ფბ-ზე. მაგალითად: რ2 რუსეთიდან ფინანსდება; არიქა, პუტინი დაგვბომბავს; ნიადაგს უმზადებენ რუსეთის აგრესიას; რ2-ს ბიძინა აფინანსებს და ა.შ. ხვალ უკეთესი და, იმედია, უფრო ღირსეული დღე გვექნება ყველას ერთად“, – წერს სერგი კაპანაძე.