სერგი კაპანაძე - ხელისუფლება არჩევნებში დამარცხების შედეგად შეშფოთდა და ახლა ცდილობენ, საზოგადოებას მოაჩვენონ, რომ რაღაც პრობლემებს გადაჭრიან
ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ბარტყის გადაგდებას გავს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
„ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენება, მიუხედავად იმის, რომ არ ვიცით ზუსტად რაზე არის და რას ითხოვს პროკურატურა, ძალიან გავს ბარტყის გადაგდებას ივანიშვილის მხრიდან. ისიც არის თუ არა ბოლომდე გადაგდება, ჯერ არის გაურკვეველი. ეს არის უბრალოდ, სასოწარკვეთილი ადამიანის აგონიური ქცევა პირველი და მეორე ტურის პერიოდში. იმდენად შეშფოთდნენ ამ დამარცხების შედეგად, რომ ახლა ცდილობენ, საზოგადოებას მოაჩვენონ, რომ რაღაც პრობლემებს გადაჭრიან, ალბათ ასე იფიქრეს, რომ ფარცხალაძეს თუ ბრალს წავუყენებთ, ხალხი იფიქრებს, რომ ებრძვიან კორუფციას. ამ დროს საქმე ერთ წელიწადზე მეტია პროკურატურაში თაროზეა შემოდებული და ამდენი ხანი ამას არ სჭირდებოდა, ყველაფერი ვიდეოზეა ასახული”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.