რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე ყველა პროცედურა განხორციელებულია
რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე ყველა პროცედურა განხორციელებულია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე ყველა პროცედურა განხორციელებულია.

კითხვაზე, გაუუქმდა თუ არა ოთარ ფარცხალაძეს პასპორტი და ცესკო-ს მონაცემთა ბაზაში იძებნება თუ არა როგორც მოქალაქე, რატი ბრეგაძემ აღნიშნა: „ცესკო-ს მონაცემებზე ვერ გეტყვით, მაგრამ რაც შეეხება იმ აუცილებელ პროცედურებს, რომელიც უნდა განახორციელოს იუსტიციის სამინისტრომ მას შემდეგ, რაც პირს უწყდება მოქალაქეობა, ყველა საჭირო პროცედურა არის განხორციელებული, შემიძლია, დაგიდასტუროთ“.

საქართველოს პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა 17 ოქტომბერს შეუწყვიტა.