ანრი ოხანაშვილზე ძალადობის ფაქტს ვგმობ და არანაირად არ მივესალმები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
სერგი კაპანაძეს მიაჩნია, რომ ნებისმიერი ძალადობა გაუმართლებელია.
„ნამდვილად არ დავემსგავსები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებიც მსგავს ვითარებაში მათი აქტივისტების გამართლებას სხვადასხვა არგუმენტით ცდილობდნენ. ნებისმიერი ძალადობა გაუმართლებელია. ეს არის ცალსახა და ჩემი მხრიდან არაერთგვაროვანი პოზიცია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილს ერთმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მიაყენა, სადაც დეპუტატი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.