ანრი ონახაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და მუქარის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული

23:05, 14.01.2020

პარლამენტის წევრ ანრი ოხანაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და მუქარის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

მათივე თქმით, დაკავებულია ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილს ერთმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მიაყენა, სადაც დეპუტატი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

მსგავსი