სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, აშშ-ი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს
სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, აშშ-ი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

ვაშინგტონში აღნიშნეს, რომ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენება ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის დარღვევაა.

უწყებაში აცხადებენ, რომ თუ სკრიპალზე თავდასხმასთან რუსეთის კავშირი დადასტურდება, მოსკოვის წინააღმდეგ აშშ-მა შესაძლოა, ახალი სანქციები დააწესოს.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის სანქციებზეა საუბარი.

ბრიტანეთი რუსეთს ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში ადანაშაულებს. სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს.