სერგეი შოიგუმ ომსკის რეგიონში მდებარე საწარმოს ტანკებისა და ცეცხლსასროლი სისტემების წარმოების გაფართოება დაავალა
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ომსკის რეგიონში მდებარე საწარმოს ტანკებისა და ცეცხლსასროლი სისტემების წარმოების გაფართოებისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
„რუსეთის თავდაცვის მინისტრმა საწარმოს მენეჯმენტს მოუწოდა, მკაცრად დაიცვან სახელმწიფო თავდაცვის ბრძანების შესრულების გრაფიკი. მან გასცა დავალება, გააგრძელონ ტანკებისა და ცეცხლსასროლი სისტემების წარმოების გაფართოება, რათა დააკმაყოფილონ რუსული ჯარების საჭიროებები, რომლებიც ასრულებენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანებს“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
გარდა ამისა, მედიის ცნობით, შოიგუმ შეამოწმა, როგორ მიმდინარეობს რეგიონში განლაგებულ არსენალებსა და სარეზერვო ბაზებზე „სპეცოპერაციის“ ზონაში გასაგზავნი აღჭურვილობისა და იარაღის მომზადება.