სერგეი შოიგუ - უკრაინაში კონფლიქტი ადასტურებს ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიზანს, მოახდინონ სხვა ქვეყნების პროვოცირება მოსკოვსა და პეკინთან სამხედრო დაპირისპირებაზე
უკრაინაში კონფლიქტი ადასტურებს ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიზანს, მოახდინონ სხვა ქვეყნების პროვოცირება მოსკოვსა და პეკინთან სამხედრო დაპირისპირებაზე, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.
რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთის პოლიტიკის მიზანია, მიაყენოს რუსეთს სტრატეგიული მარცხი, შეუქმნას საფრთხე ჩინეთს და შეინარჩუნოს მონოპოლიური პოზიცია მსოფლიოში.
„ამისთვის 2014 წლის მაიდანის ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებაზე ხუთ მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა, რამაც ჩვენს საზღვრებზე მტრული ნაციონალისტური რუსოფობიური რეჟიმის ჩამოყალიბება გამოიწვია, რომელიც მოუთმენლად ჩქარობდა უკრაინაში „რუსული საკითხის“ გადაჭრას. იმის გათვალისწინებით, რომ კიევმა უარი თქვა მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე და რეალური საფრთხე შეიქმნა დონბასის მცხოვრებლებისთვის, ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, – თქვა სერგეი შოიგუმ.