რუსეთს სხვა გზა არ აქვს, გარდა გამარჯვებისა, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.
შოიგუმ აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მტრის ტექნიკისა და პერსონალის განადგურებას და ეს ახლა მათი მთავარი ამოცანაა.
„სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს“, – უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვას, გაიმარჯვებს თუ არა რუსეთის ფედერაცია.
„ჯარები დაკავებულნი არიან აქტიური თავდაცვის შესანარჩუნებლად საჭირო მიმართულებებით. ზოგიერთ რაიონში უფრო რთულია, ზოგში უფრო მარტივი, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ ბიჭები თავდაჯერებულად მოქმედებენ, მეთაურები თავდაჯერებული არიან. ჩვენ საიმედოდ დავიცვათ იმას, რისი დაცვაც დღეს გვჭირდება“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.