სერგეი შოიგუ - კიევმა დიდი ხნის წინ დაპირებული კონტრშეტევა ფრონტის სხვადასხვა სექტორში დაიწყო
სერგეი შოიგუ - კიევმა დიდი ხნის წინ დაპირებული კონტრშეტევა ფრონტის სხვადასხვა სექტორში დაიწყო

კიევმა დიდი ხნის წინ დაპირებული კონტრშეტევა ფრონტის სხვადასხვა სექტორში დაიწყო, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს.

„სამი დღეა, უკრაინის რეჟიმმა დაიწყო დიდი ხნის დაპირებული შეტევა ფრონტის სხვადასხვა სექტორში, ამ მიზნით კონცენტრირდა დიდი რაოდენობით აღჭურვილობა და ცოცხალი ძალა. მტერმა წარმატებას ვერ მიაღწია და განიცადა მნიშვნელოვანი ზარალი: 300 სამხედრო, 16 ტანკი, 26 ჯავშანტექნიკა და 14 მანქანა“, – განაცხადა შოიგუმ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, გუშინ კიევმა შვიდი მიმართულებით სცადა შეტევა,თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა.

შოიგუმ განაცხადა, რომ გასულ ღამეს კიევმა ააფეთქა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური, რამაც ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია. მისივე თქმით, კიევმა ჩაიდინა ტერორისტული თავდასხმა, რომელსაც ექნება გრძელვადიანი ეკოლოგიური შედეგები.