სერგეი შამბა აცხადებს, რომ აფხაზეთში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება
სერგეი შამბა აცხადებს, რომ აფხაზეთში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება

აფხაზეთში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ განაცხადა.

შამბას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთმა დაამყარეს მრავალმხრივი სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში.

„თქვენ იცით, რომ რესპუბლიკაში მე-7 რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. რუსეთის სასაზღვრო ჯარები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აფხაზეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერაზე“, – განაცხადა სერგეი შამბამ.