სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოსკოვს უშუალო საფრთხედ გამოაცხადებს, რუსეთი ასეთ საფრთხეს შექმნის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოსკოვს უშუალო საფრთხედ გამოაცხადებს, რუსეთი ასეთ საფრთხეს შექმნის.
„მათ შევუქმნით უშუალო საფრთხეს, რომ ამ შეფასების სიმაღლეზე ვიყოთ“, – განაცხადა რიაბკოვმა.
ასევე, რიაბკოვმა კომენტარი გააკეთა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობაზეც.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ჯერ ელოდებიან, როდის გაივლიან ეს ქვეყნები შესაბამის პროცედურებს.
„შემდეგ ჩვენ გავაკეთებთ ამ გადაწყვეტილების შედეგების პრაქტიკულ და მატერიალურ ანალიზს, ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ თემაზე საჯარო გამოსვლები“, – განაცხადა რიაბკოვმა.