სერგეი ლავროვმა და რექს ტილერსონმა სატალეფონო საუბრისას სირიის ჩრდილოეთში არსებული ვითარება განიხილეს
სერგეი ლავროვმა და რექს ტილერსონმა სატალეფონო საუბრისას სირიის ჩრდილოეთში არსებული ვითარება განიხილეს.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, მხარეებმა სირიაში კონფლიქტის დარეგულირებისა და სიტუაციის სტაბილიზაციის გზები განიხილეს.
უწყების ცნობით, ლავროვი და ტილერსონი შეთანხმდნენ, რომ ეს პროცესი გაეროს შუამავლობით უნდა მიმდინარეობდეს. დიპლომატებმა ასევე იმსჯელეს სოჭში სირიის საკითხზე დაგეგმილი მოლაპარაკებების დღის წესრიგთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ინიციატივით, სირიის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლობის მონაწილეობით კონგრესის გამართვა იანვრის ბოლოს, სოჭშია დაგეგმილი.