სერგეი ლავროვი - დასავლეთი უკრაინის საკითხს მასშტაბს ხელოვნურად ანიჭებს
რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას იმ საზღვრებში, რომლებიც ყირიმში გამართული რეფერენდუმისა და ყირიმის რუსეთთან შეერთების შემდეგ შეიქმნა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2017 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლავროვის თქმით, დასავლეთი ხელოვნურად ანიჭებს უკრაინის საკითხს მასშტაბს და შეცდომით განიხილავს ამას, როგორც რუსეთთან დაპირისპირების ქვაკუთხედს.
„უკრაინა არის თემა, რომელიც საკმაოდ ხელოვნურად ხდება უფრო მასშტაბური, ვიდრე ამას იმსახურებს, როგორც რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების საფუძველი. მიმაჩნია, რომ ასეთი მიდგომა მცდარია და აბსოლუტურად პოლიტიზებული“, – განაცხადა ლავროვმა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, დასავლეთის ქვეყნებს, კიევის ხაზის დაუფიქრებელი მხარდაჭერის ნაცვლად, მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე, რომ გაემახვილებით ყურადღება, კრიზისი დიდი ხნის დარეგულირბული იქნებოდა.