სერგეი ლავროვი - სირცხვილია, რომ „დიდი ოცეულისთვის“, უკრაინის გარდა, არაფერია საინტერესო
სერგეი ლავროვი - სირცხვილია, რომ „დიდი ოცეულისთვის“, უკრაინის გარდა, არაფერია საინტერესო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სირცხვილია, რომ „დიდი ოცეულისთვის“, უკრაინის გარდა, არაფერია საინტერესო.

„დიდი ოცეული 1999 წელს ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების დონეზე ჩამოყალიბდა. შემდეგ, 2008 წელს ის გახდა „დიდი ოცეულის“ სამიტი. არავინ საუბრობს ფინანსებზე, მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე, რისთვისაც დიდი ოცეული ჩამოყალიბდა. დღეს „დიდი ოცეულისთვის“ არაფერია საინტერესო უკრაინის გარდა, ეს სირცხვილია“, – განაცხადა ლავროვმა.

შეკითხვაზე, როგორ აისახა უკრაინის ომი რუსეთის ენერგეტიკულ ინტერესებზე, ლავროვმა უპასუხა, რომ ომი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის გამოყენებით წამოიწყეს და რუსეთი მის შეჩერებას ცდილობს.