სერგეი ლავროვი - რუსეთი სხვა სახელმწიფოთა შიდა საქმეებში არასდროს ჩარეულა
სერგეი ლავროვი - რუსეთი სხვა სახელმწიფოთა შიდა საქმეებში არასდროს ჩარეულა

რუსეთი სხვა სახელმწიფოთა შიდა საქმეებში არასდროს ჩარეულა და არც მომავალში აპირებს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

„ევროკავშირი რუსეთის მნიშვნელოვანი მეზობელი და სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკვირდებით ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებში მიმდინარე დისკუსიებს სამომავლო ევროპული ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით“,- აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ ზოგიერთი პარტნიორისგან განსხვავებით, მოსკოვი არ გამოხატავს სიმპათიებს რეფერენდუმებისა და საარჩევნო კამპანიების შედეგებთან დაკავშირებით.

„ვმუშაობთ და მზად ვართ გავაგრძელოთ ურთიერთობა იმ ლიდერებთან, რომლებსაც თავად ევროპელები აირჩევენ“, – განაცხადა ლავროვმა.