სერგეი ლავროვი - რუსეთი არ დაუშვებს „ეს-300“ ტიპის საბჭოთა სარაკეტო სისტემების უკრაინისთვის გადაცემას, ეს შეუძლებელია და უკანონო იქნება
რუსეთი არ დაუშვებს „ეს-300“ ტიპის საბჭოთა სარაკეტო სისტემების უკრაინისთვის გადაცემას. ეს შეუძლებელია და უკანონო იქნება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მანამდე, უკრაინისთვის „ეს-300“-ის საჰაერო თავდაცვის კომპლექსების გადაცემის მზადყოფნა სლოვაკეთმა გამოთქვა, თუ ნატო-ს მოკავშირეებისგან დაუყოვნებლივ მიიღებს სხვა შეიარაღებას.
„ასევე განიხილება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა. პრაგმატული მიზეზებიდან გამომდინარე, ისინი მიიჩნევენ, რომ შეუძლიათ დაცვა ნატო-ს იმ წევრებს სთხოვონ, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა წარმოების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს ფლობენ. მინდა, შევახსენო ყველა ქვეყანას, რომლებსაც შეუძლიათ განიხილონ ეს იდეა, რომ საბჭოთა სისტემები და რუსული წარმოების სისტემები იქ განთავსებულია მთავრობათაშორისი შეთანხმებებისა და კონტრაქტების შესაბამისად, რომლებსაც ასევე აქვთ მომხმარებლის სერტიფიკატი. ეს სერტიფიკატი არ იძლევა მათი მესამე ქვეყნებში გაგზავნის უფლებას“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვი არ დაუშვებს, რომ მსგავსი რისკი განვითარდეს.
„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შევა უკრაინის ტერიტორიაზე და რომელსაც ჩვენ იარაღის გადატანად ჩავთვლით, გახდება კანონიერი სამიზნე. ეს სრულად გასაგებია, რადგან ჩვენ ვატარებთ ოპერაციას, რომლის მიზანია აღმოვფხვრათ რუსეთის ფედერაციის მიმართ ნებისმიერი საფრთხე, რომელიც უკრაინის ტერიტორიიდან მომდინარეობს“, – განაცხადა ლავროვმა.