„სიენენი“ - სლოვაკეთი უკრაინისთვის „ეს-300“ ტიპის საჰაერო თავდაცვითი სისტემების გადაცემას აპირებს
„სიენენი“ - სლოვაკეთი უკრაინისთვის „ეს-300“ ტიპის საჰაერო თავდაცვითი სისტემების გადაცემას აპირებს

ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, სლოვაკეთი უკრაინისთვის „ეს-300“ ტიპის საჰაერო თავდაცვითი სისტემების გადაცემას აპირებს.

მედიის ცნობით, სლოვაკეთი დათანხმდა აღნიშნული სისტემის უკრაინისთვის გადაცემას, რაც კიევს რუსული ავიადარტყმებისგან დაცვაში დაეხმარება.

„სიენენს“ ორი ანონიმური წყარო უდასტურებს, რომ სლოვაკეთს სურს, მიიღოს გარანტია, რომ „ეს-300“ ტიპის საჰაერო თავდაცვითი სისტემების უკრაინისთვის გადაცემის შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ მიიღებს სხვა შეიარაღებას. როგორც ვარაუდობენ, სლოვაკეთი „ეს-300“ ტიპის საჰაერო თავდაცვითი სისტემების ნაცვლად, საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტებს“ მიიღებს.

გერმანიამ და ნიდერლანდებმა უკვე საჯაროდ დაადასტურეს, რომ სლოვაკეთში „პეტრიოტის“ სისტემებს აგზავნის.