სერგეი ლავროვი - დასავლეთი პირდაპირ მხარს უჭერს გენოციდს, დასკვნა ძალიან მარტივია
სერგეი ლავროვი - დასავლეთი პირდაპირ მხარს უჭერს გენოციდს, დასკვნა ძალიან მარტივია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლეთს უკრაინაში გენოციდის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ ლავროვმა აფრიკაში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლავროვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერით, რომელიც, მისი თქმით, ყველაფერს რუსულს გაანადგურებს, დასავლეთი გენოციდს უჭერს მხარს.

„დასკვნა ძალიან მარტივია – დასავლეთი პირდაპირ მხარს უჭერს გენოციდს“, – განაცხადა ლავროვმა.