სერგეი ლავროვი - არაფერია კარგი იმაში, რომ ნატო-ს აგრესიული ქვეყანა ცდილობს ამიერკავკასიაში შეღწევას
სერგეი ლავროვი - არაფერია კარგი იმაში, რომ ნატო-ს აგრესიული ქვეყანა ცდილობს ამიერკავკასიაში შეღწევას

არაფერია კარგი იმაში, რომ ნატო-ს აგრესიული ქვეყანა ცდილობს ამიერკავკასიაში შეღწევას, – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სომხეთში, ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით სამხედრო წვრთნების დაწყებას.

ლავროვის თქმით, სადაც არ უნდა გამოჩნდნენ ამერიკელები, ეს არსად იწვევს რაიმე კარგს.

„არაფერია კარგი იმაში, რომ ნატო-ს აგრესიული ქვეყანა ცდილობს ამიერკავკასიაში შეღწევას. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ვინმესთვის არის კარგი, მათ შორის თავად სომხეთისთვის. სადაც არ უნდა გამოჩნდნენ ამერიკელები და მათ აქვთ ასობით ბაზა მთელს მსოფლიოში, ეს არსად იწვევს რაიმე კარგს. საუკეთესო შემთხვევაში, ისინი ჩუმად სხედან, მაგრამ ძალიან ხშირად ცდილობენ ყველაფერი, მათ შორის პოლიტიკური პროცესებიც, საკუთარ თავზე მოირგონ. ჩვენ ვწუხვართ სომხეთის ხელმძღვანელობის ქმედებების გამო“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.