სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ ინდო-წყნარ ოკეანეთში რუსეთის იზოლირებას ისახავს მიზნად
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ ინდო-წყნარ ოკეანეთში რუსეთის იზოლირებას ისახავს მიზნად

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ მიზნად ისახავს რუსეთის იზოლირებას ინდო-წყნარ ოკეანეთში და ჩინეთის შეკავებას.

„ვფიქრობ, თუ გავაანალიზებთ ყველაფერს, რასაც შეერთებული შტატები და მათი მოკავშირეები აკეთებენ თავიანთი ინტერესების გასაძლიერებლად მათი ე.წ. ინდო-წყნარი ოკეანეთის სტრატეგიის გამოყენებით, ჩვენ მივხვდებით, რომ, რა თქმა უნდა, მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ჩინეთის შეკავება და რუსეთის იზოლაცია რეგიონში, მაგრამ ეს ყველაფერი ნატო-ს გლობალური გაფართოების პროცესის ნაწილია, რომელსაც ვაშინგტონი ხელმძღვანელობს“, – აღნიშნა ლავროვმა ბანგლადეშში, დაკაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, სამიტმა შესაბამისად ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ, ლავროვის თქმით, დასავლელი კოლეგები ცდილობდნენ, „ძირი გამოეთხარათ“ სამუშაო პროცესისთვის.

„ეს არ ნიშნავს, რომ ეს მცდელობები შეჩერდება. პირიქით, ვფიქრობ, გააქტიურდებიან და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან რეგიონში, რათა თავიდან ავიცილოთ იმ ქვეყნების დიქტატი, რომლებსაც სურთ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე იფიქრონ და უთხრან სხვებს, რისი გაკეთება შეუძლიათ და რისი – არა“, – აღნიშნა ლავროვმა.