სერგეი გაიდაი - დარწმუნებული ვარ, 2023 წელს ლუგანსკის ოლქს მთლიანად გავათავისუფლებთ
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი სერგეი გაიდაი დარწმუნებულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ზამთრის ბოლომდე შეძლებენ 2014 წელს დადგენილ გამყოფ ხაზთან მისვლას, ხოლო 2023 წელს ლუგანსკის ოლქს მთლიანად გაათავისუფლებენ.
ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერგეი გაიდაიმ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, გაიდაი ამბობს, რომ რუსეთს ლუგანსკის ოლქში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა ჰყავს მობილიზებული, რის გამოც უკრაინელებისთვის წინსვლა რთული იქნება.