ცნობილი რუსი მსახიობის, სერგეი ბეზრუკოვის თეატრალური დასი ოკუპირებულ ცხინვალში გასტროლებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავრცელებენ.
სავარაუდოდ, მოსკოვის თეატრალური დასი, რომელსაც ბეზრუკოვი ხელმძღვანელობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში აგვისტოში ჩავა.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ამჟამად ცხინვალში თეატრალური დასის სხვა ხელმძღვანელები და ტექნიკური პერსონალი იმყოფება. ისინი გასტროლების დეტალების შესახებ მოლაპარაკებებს მართავენ.
ბეზრუკოვის თეატრი ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მიწვევით ჩადის.