იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახებს სოხუმისა და ცხინვალის სახელები მიენიჭა
იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახებს სოხუმისა და ცხინვალის სახელები მიენიჭა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახებს სოხუმისა და ცხინვალის სახელები მიენიჭა.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინიციატივით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სახელები უწყებაში სწორედ იმ ოთახებს მიენიჭა, სადაც სამინისტროს ქართველი და უცხოელი დელეგაციები სტუმრობენ. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სიახლის შესახებ ინფორმაცია რატი ბრეგაძემ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ამიერიდან, ყველა ქართველ და უცხოელ მეგობარს შევხვდებით სოხუმსა და ცხინვალში. სამართლიანობამ უნდა იზეიმოს სწორედ ამ ქალაქებში. ეს დროც მალე მოვა“, – წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

დატოვე კომენტარი